სენატში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას ამერიკელ კანონმდებლებთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, პენტაგონის და დაზვერვის ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ. ბრიფინგზე მოისმინეს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც თალიბთა ხუთწლიანი ტყვეობიდან ახლახან გათავისუფლებულ ამერიკელ სერჟანტს -ბოუი ბერგდალს- ეხებოდა. შეხვედრიდან გამოსულ კანონმდებლებს სერჟანტ ბერგდალის შესახებ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული აზრი აქვთ.
რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო ამბობს, რომ ერთსაათიანი ბრიფინგის შემდეგ მას აზრი არ შეცვლია და რომ ადმინისტრაციისგან ვერ მოისმინა დამაჯერებელი არგუმენტაცია ბერგდალის ხუთ თალიბ მებრძოლში გაცვლის აუცილებლობის შესახებ.
„კიდევ უფრო მჯერა, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც აქ იყო წარმოდგენილი, რომ ეს ხუთი ადამიანი, რომელიც გაათავისუფლეს, ამერიკის წინააღმდეგ ბრძოლას მალე ისევ შეუდგება. პრეზიდენტმა პრეცედენტი შექმნა, რომელიც შეერთებული შტატების მტრებს წაახალისებს. ისინი მიზანში სამხედრო ფორმიან ამერიკელ მამაკაცებს და ქალებს ამოიღებენ, რათა ისინი დაატყვევონ და მომავალში ანალოგიური გაცვლები განახორციელონ“ - აცხადებს სენატორი და დასძენს, რომ მისი რწმენით, ამ ნაბიჯის გადადგმით ადმინისტრაციამ შეერთებული შტატების კანონმდებლობა დაარღვია, რადგან ტყვეთა გაცვლის შესახებ კონგრესს წინასწარ არ შეატყობინა.
სენატორებს შეხვედრაზე ბერგდალის ის ვიდეოფირი აჩვენეს, რომელიც თალიბანმა მომლაპარაკებლებს წარუდგინა. ჩანაწერების ნახვა ასაბუთებს იმას, რომ ადმინისტრაციამ სწორი დასკვნა გამოიტანა, როცა სერჟანტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისი სასწრაფო გათავისუფლება გადაწყვიტა - ამბობს დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინი.
„ვიდეოფირზე ნათლად ჩანს, რომ ეს ადამიანი კარგ მდგომარეობაში ვერ იყო. ჩანაწერი მოლაპარაკების განახლების წინ იმის დასადასტურებლად წარადგინეს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია. ფირის ყურების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ მათ, ისევე როგორც ჩვენ, სერჟანტის მდგომარეობის შესახებ, დიდი შეშფოთება გაუჩნდათ“ - აღნიშნავს დემოკრატი სენატორი.
რიჩარდ დურბინი სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. სენატორის აზრით, ხელისუფლებამ ამერიკელი ჯარისკაცების მიმართ მიცემული პირობა არ უნდა დაარღვიოს და შეძლებისდაგვარად ბოლომდე დაიცვას ისინი.
„ბერგდალი შინ ჩვენ მიერ მიცემული პირობის გამო დააბრუნეს. ყველას დავპირდით, ვინც ქვეყანას ემსახურება, რომ მათ არ მივატოვებთ და თუ შევძლებთ, სამშობლოში ჩამოვიყვანთ. ძალიან რთული მოლაპარაკება იყო, ბოლო წამს გაიმართა“- დასძენს რიჩარდ დურბინი.
რესპუბლიკელი სენატორის, მარკ კირკის თქმით, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე კანონმდებლები ხელისუფლების ოფიციალურ პირებს კითხვებს ბერგდალის წარსულის შესახებაც უსვამდნენ. ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ სერჟანტმა პოსტი მანამდე დატოვა, ვიდრე მას თალიბები ტყვედ ჩაიგდებდნენ. შეერთებული შტატების არმიის გენერალი, რეიმონდ ოდიერნო პირობას იძლევა, რომ ინფორმაცია ბერგდალის დატყვევების გარემოებების შესახებ სრულად, დეტალურად და გამჭვირვალედ განიხილება.