ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელგიის ტრანსპორტის მინისტრი გადადგა


დღეს ბელგიის ტრანსპორტის მინისტრმა ჟაკლინ გალანტმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მას ქვეყნის აეროპორტებში არსებული უსაფრთხოების ხარვეზების გამო ევროკავშირისგან მიღებული არაერთი ანგარიშის უგულვებელყოფაში დებენ ბრალს. განცხადებით გალანტმა ბელგიის სამეფოს ლიდერს მეფე ფილიპს მიმართა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

ანგარიში ბელგიის აეროპორტების უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ საიდუმლო დოკუმენტია, მაგრამ ტერორისტული აქტების შემდეგ ინფორმაციის გაჟონვა მოხდა და ის მედიაშიც გამოქვეყნდა. 22 მარტს მომხდარ აფეთქებებში 32 ადამიანი დაიღუპა. აქედან 16 აეროპორტში და მეტროში. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

XS
SM
MD
LG