ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთისა და ბელარუსის ლიდერები ერთმანეთს სოჭში ხვდებიან


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში მოლაპარაკებებს მართავენ. კრემლის განცხადებით, ქვეყნების ლიდერები შავი ზღვის სანაპირო ქალაქში სხვა თემებთან ერთად ეკონომიკური კავშირების, ენერგეტიკის, უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრებენ. ორივე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და საზოგადოების პროტესტის პარალელურად, მათზე დასავლეთის მხრიდან წნეხი იზრდება.

ამ შეხვედრის ფონზე, ევროკავშირს დაგეგმილი აქვს რუსეთის და შესაძლოა ბელარუსის წინააღმდეგაც სანქციების ახალი წყების მიღება. ევროკავშირის სანქციები ბელარუსის თაობაზე თანდათან ფართოვდება. ამის მიზეზი ქვეყანაში მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციისა და მედიის ძალადობრივი რეპრესიებია, განსაკუთრებით კი გასული წლის აგვისტოს არჩევნების შემდეგ, რომელსაც ევრობლოკი გაყალბებულად მიიჩნევს.

ბელარუსი ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელსაც საზოგადოებისა და დასავლეთის ქვეყნების ნაწილი არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს, ევროკავშირს ლუკაშენკოს რეჯიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG