ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილმმა "ბარბი" ამერიკაში 2023 წლის რეკორდი მოხსნა


კინოთეატრის ეკრანებზე გამოსვლისთანავე, ჰოლივუდის ფილმმა "ბარბი" ამერიკის შეერთებულ შტატებში 2023 წლის რეკორდი დაამყარა. პირველივე უქმეებზე, 22-23 ივლისს, ფილმმა დაახლოებით 155 მილიონი დოლარი მოიგო.

გასულ უქმეებზე ასევე წარმატებული გამოდგა რეჟისორ ქრისტოფერ ნოლანის ფილმი "ოპენჰაიმერი". ატომური ბომბის შექმნის ისტორიაზე გადაღებული კინოს მოგებამ ამერიკაში $80.5 მილიონი შეადგინა.

არც ისე წარმატებული ზაფხულის სეზონის შემდეგ, ეს ამერიკული კინობიზნესისთვის ძალზე დადებით ამბად აღიქმება. სოციალურ ქსელებში ორივე ფილმის ფანები გაერთიანებული ჰეშთეგით Barbenheimer წერდნენ. "ბარბის" სეანსებზე ბევრი ქალი და ზოგიერთი მამაკაციც ვარდისფერ ფერებში მივიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG