ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტივ ბენონის დაკითხვა 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მთავარ სტრატეგს 20 საათის განმავლობაში კითხავდნენ. ამ კვირაში, ის სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის გუნდის წევრებს ორჯერ შეხვდა. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მასთან დაახლოებულმა პირმა გააცნო.

ამავე პირმა თქვა, რომ ბენონმა გამომძიებლების ყველა შეკითხვას უპასუხა. აღსანიშნავია, რომ იმავე საკითხებთან დაკავშირებით, ხუთშაბათს ბენონმა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრების შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, ისევე, როგორც ეს იანვარში გააკეთა.

უცნობია კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას ბენონთან. მალერის გამომძიებელთა სპეციალური გუნდი იძიებს, იყო თუ არა კავშირი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წევრებსა და რუსებს შორის 2016 წელს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG