ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და მთავარმა სტრატეგმა, პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთმა უმთავრესმა ყოფილმა მრჩეველმა - სტივ ბენონმა სამშაბათს უარი თქვა კანონმდებლების კითხვებზე პასუხის გაცემაზე. კანონმდებლები 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებენ.

ბენონმა რამდენიმე საათი გაატარა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხებს იძიებს.

კომიტეტის მთავარი დემოკრატი წევრი ადამი შიფი, ამბობს, რომ თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ინსტრუქცია მისცეს ბენონს, რომ შეკითხვებისთვის არ ეპასუხა.

თუმცა თეთრი სახლი ამ ბრალდებას უარყოფს და ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა განაცხადა, რომ „მისთვის არავის სხვა მითითება არ მიუცია გარდა იმისა, რომ ყოფილიყო გამჭვირვალე“.

მისივე თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია სრულად თანამშრომლობს ამ მიმდინარე გამოძიებებთან და ასევე დასძინა, რომ კონგრესმა თეთრ სახლთან კონსულტაციები უნდა გაიაროს მანამ, სანამ კონფიდენციალურ მასალას მიიღებს. შიფი იმედოვნებს, რომ სტივ ბენონი კომიტეტის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება.

გაზეთ "ნიუ იორკ ტაიმსის" ინფორმაციით, სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა ის ჩვენების მისაცემად უკვე გამოიძახა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG