ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრაგედია ბანგლადეშში


პოლიცია შენობის ჩამონგრევის საქმეს იძიებს

ბანგლადეშის პოლიციამ ჩამონგრეული სამკერვალო ფაბრიკის ორი მეპატრონე დააპატიმრა. ფაბრიკა ორი დღის წინ ჩამოინგრა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, წაუყენეს თუ არა ბრალი დაკავებულებს. ასევე დაპატიმრებულია ორი ინჟინერი, რომლებიც შენობის დაპროექტებაში იყვნენ ჩართული. ხელისუფლება აცხადებდა, რომ მათ შენობის მფლობელები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ შენობა ავარიული იყო და გამაგრებას საჭიროებდა. სამკერვალო ფაბრიკის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულტა რიცხვმა 325 ადამიანს მიაღწია.
XS
SM
MD
LG