ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგლადეშში დაღუპულთა რიცხვი იზრდება


ჩამონგრეულ შენობაში სამკერვალო ფაბრიკა იყო

ბანგლადეშში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 260 ადამიანს გადააჭარბა. შენობაში კუსტარული სამკერვალო ფაბრიკა იყო განთავსებული. მაშველები კვლავ განაგრძობენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილთა გადარჩენას.

მაშველებმა აღმოაჩინეს 40 ცოცხალი ადამიანი და სავარაუდოდ გადარჩენილთა რიცხვი კიდევ უფრო მეტია, რის გამოც სამაშველო სამუშაოები არ წყდება. შენობაში ტრაგედიის მომენტში 3000-მდე ადამიანი იყო. დაახლოებით 1000 ადამიანი დაშავდა.

ტრაგედია ქალაქ სავარში მოხდა. ხელისუფლებას ამ დროისთვის ინფორმაცია არ გააჩნია იმის თაობაზე თუ რამდენი ადამიანია დაკარგული.
XS
SM
MD
LG