ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინაუგურაციის მეჯლისი


ინაუგურაციის მეჯლისი ისტორიული ტრადიციაა და ორდღიან ცერემონიალს სიმბოლურად ასრულებს


ვაშინგტონში, ინაუგურაციის მეჯლისზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ მომღერალ ჯენიფერ ჰადსონის სიმღერაზე "Let's Stay Together" (მოდი, ერთად ვიყოთ) იცეკვეს. მიშელ ობამას დიზაინერ ჯეისონ ვუს მიერ ამ საღამოსთვის სპეციალურად შექმნილი წითელი კაბა ეცვა. პირველი ლედი ცეკვის დროს პრეზიდენტს ყურში უმღეროდა.

ინაუგურაციის მეჯლისი ისტორიული ტრადიციაა და პრეზიდენტის ფიცის დადების და ინაუგურაციის ორდღიან ცერემონიალს სიმბოლურად ასრულებს. ინაუგურაცის მეჯლისამდე, ვაშინგტონში ასი ათასობით ამერიკელი ცერემონიალისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და აღლუმს დაესწრო.
XS
SM
MD
LG