ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის განცხადება


ბოლო დროს ბოინგ 787 ტიპის თვითმფრინავებს ფრენის დროს ტექნიკური პრობლემები შეექმნათ

შეერთებული შტატების ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ ამერიკაში რეგისტრირებულ 787 ბოინგის სამგზავრო თვითმფრინავებს ფრენის უფლება შეუჩერა.

ეს გადაწყვეტილება ძალაში მანამ დარჩება, ვიდრე ბოინგ 787 ტიპის თვითმფრინავებში ბოლო დროს წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემები არ მოგვარდება.

ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის განცხადებით, კომპანია ბოინგი და იუნაითედ ეარლაინზი მჭიდროდ ითანამშრომლობენ და უახლოეს მომავალში ორძრავიანი თვითმფრინავები რეისების შესრულებას გააგრძელებენ.


XS
SM
MD
LG