სამი დღეა მსოფლიოს ერთერთ ყველაზე სახელგანთქმულ ავიალაინერს ბოინგ 787-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, რეისების შესრულების დროს პრობლემები ექმნება.
ოთხშაბათს იაპონიის ავიაკომპანია ნიპონმა ტოკიოსკენ მიმავალი ბოინგ 787-ის რეისი, სამუხრუჭე სისტემაში შექმნილი პრობლემების გამო გადადო.
შეერთებულ შტატებშიც ბოინგ 787-ის კიდევ ორ ლაინერს შეექმნა პრობლემები. ორივე თვითმფრინავი იაპონურ კომპანია "Japan Airlines"- ს ეკუთვნოდა. ორშაბათს ერთერთ მათგანს ბოსტონის აეროპორტში ცეცხლი გაუჩნდა. სამშაბათს კი აფრენის დროს მეორე ბოინგიდან საწვავის გაჟონვა მოხდა.
მიუხედავად ზემოხსენებული ავარიული სიტუაციებისა, ამერიკული კომპანიის განცხადებით, ბოინგი ყველაზე საიმედო თვითმფრინავია.
ბოინგ 787 -ის გაუმართავობის გამო რეისები გადაიდო