ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში დაკავებულმა უცხოელმა მეცნიერებმა უვადო შიმშილობა დაიწყეს


საფრანგეთის პოს უნივერსიტეტი ადასტურებს, რომ ირანში ჯაშუშობის საბაბით დაკავებულმა ორმა ფრანგმა და ავსტრალიელმა მეცნიერმა, ქრისტეშობის ღამეს უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. უნივერისტეტმა “ტვიტერით” გამოაცხადა, რომ შიმშილობა ქალბატონმა ფარიბა ადელხამ და მისმა თანამესაკნე კაილი მურ-გილბერტმა დაიწყეს.

ირანმა უნივერსიტეტის კვლევის დირექტორის, შიიტური ისლამის სპეციალისტის ადელხას “ჯაშუშობის” ბრალდებით დაპატიმრება ივლისში დაადასტურა.

მელბურნის უნივერსიტეტის მეცნიერის, კაილი მურ-გილბერტის დაკავება სექტემბერში დადასტურდა და მას ბრალად “უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა” დაბრალდა. მაგრამ, მისი ოჯახის განცხადებით, ის ამ დრომდე უკვე თვეების განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა.

ორმა ქალმა ღია წერილით განაცხადა, რომ “ფსიქოლოგიურ წამებას” განიცდიდნენ და “სამეცნიერო თავისუფლების” სახელით, საერთაშორისო სოლიდარობისკენ მოუწოდა.

ამ ორი ქალის გარდა, ირანს სხვა უცხოელებიც ჰყავს დაკავებული, მათ შორის, ყოფილი ამერიკელი ჯარისკაცი მაიკლ უაითი, ირანული წარმოშობის ბრიტანელი დედა ნაზანინ ზაღარი-რეთკლიფი და ფრანგი მეცნიერი როლანდ მარშალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG