ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი შეერთებულ შტატებს და ისრაელს ომის დაწყების განზრახვას აბრალებს


ხუთშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საუდის არაბეთში მომხდარს “საომარი მოქმედება” უწოდა და ბრალი პირდაპირ ირანს დასდო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გაფრთხილება გამოთქვა, რომ საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაზე საპასუხოდ შესაძლოა ირანზე თავდასხმაზე იგეგმებოდეს.

“ტვიტერით” გამოქვეყნებულ ტექსტში, მან მოიხსენია ჯგუფი, რომელსაც სახელი “მეორე ჯგუფი” თვითონვე გამოუგონა და შედგება ამერიკელი ოფიციალური პირების და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან, რომელსაც ირანის წინააღმდეგ ომის წამოწყების განზრახვა ამოძრავებს. მან თქვა, რომ ასეთი კონფლიქტის დასაწყებად, ისინი შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

ხუთშაბათს ზარიფმა თქვა, რომ “მათთვის უკეთესი იქნება ილოცონ იმისთვის, რომ არ მიიღონ ის, რასაც ეძიებენ, ისინი ჯერ კიდევ იხდიან საფასურს იემენში ბევრად მცირე ომისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ შეიძლებოდა დაემთავრებინათ, მაგრამ ამპარტავნობამ ამის ნება არ მისცა.”

ოთხშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საპასუხოდ სამხედრო დარტყმების გარდა, შეერთებულ შტატებს “ბევრი ვარიანტი” აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG