ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიაში ვირუსით ინფიცირების რიცხვი იზრდება


ავსტრალიაში პანდემია კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისი ძლიერდება. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, აღმოსავლეთ ავსტრალიის ზოგიერთი შიდა საზღვარი კვლავ იკეტება.

ავსტრალიისთვის პანდემიის განმავლობაში ოთხშაბათი ყველაზე სიკვდილიანი დღე აღმოჩნდა. შტატ ვიქტორიაში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის მეორე შტატია, წინა 24 საათში ინფიცირების 720 ახალი შემთხვევა და 13 გარდაცვალება აღირიცხა. ეს ერთი დღისთვის ახალი რეკორდია.

სპეციალისტთა ჯგუფები, რომლებსაც ჩვეულებრივ საზღვარგარეთ, უბედურების ზონებში გზავნიან ხოლმე, ვიქტორიის ხანდაზმულთა მოვლის სახლებში იწყებენ მუშაობას, სადაც დაავადების სერიოზული აფეთქების შესახებ იუწყებიან.

ავსტრალიის ფედერალური ჯანდაცვის მინისტრმა, გრეგ ჰანტმა ამ დამხმარე ჯგუფებს, მედიცინის სამყაროს სპეცდანიშნულების ძალები უწოდა. სამხედროებიც ჩართული არიან კონტაქტების მოკვლევის ძალისხმევაში, რათა ინფიცირებული პაციენტების თვითიზოლაციის უზრუნველყოფის საქმეს დაეხმარონ.

ვიქტორიის დედაქალაქ მელბურნის 5-მილიონიან მოსახლეობას სახლში დარჩენა უბრძანეს. გასვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის შეიძლება და პირბადის ტარება სავალდებულოა.

სიდნეის მცხოვრებლებს, სადაც “კოვიდ-19”-ის რამდენიმე კლასტერია, მალე ქვინსლენდში გამგზავრება აეკრძალება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG