ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გასატარებელ ცვლილებებს ემხრობა


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა პარასკევს განაცხადა, რომ ითანამშრომლებს“თანამოაზრე” ქვეყნებთან, რათა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეიცვალოს.

მორისონმა თქვა, რომ ავსტრალია წყნარი ოკეანის რეგიონში სააგენტოს მუშაობას მხარს უჭერს, მაგრამ შეერთებულ შტატებს ეთანხმება იმაში, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გადახედვას საჭიროებს.

მორისონმა თქვა: “ვფიქრობ, რაც ამ ორგანიზაციის ზედა ეშელონებში ხდება და როგორც ისინი მუშაობენ, ცვლილებას საჭიროებს. თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად, რომლებიც ჩვენს შეშფოთებას იზიარებენ, ავსტრალია ამ ცვლილებების მომხრე იქნება. შეერთებული შტატები დაფინანსების საკითხზე როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი საქმე იქნება. ჩვენ ნამდვილად გვსურს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაუმჯობესება ვიხილოთ და ამისთვის ძალისხმევას გავაგრძელებთ.”

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ადმინისტრაციას ამ ორგანიზაციის დაფინანსების გაყინვის მითითება მისცა და თქვა, რომ "ჯანმომ", კორონავირუსის შესახებ ადექვატური დროული ანგარიშები არ წარმოადგინა.

ამ დროისთვის, სიდნეის ხელისუფლებმა დაკეტეს სამი პლაჟი, რომელიც ორშაბათს გახსნეს, რათა საზოგადოებას ფიზიკური ვარჯიშის საშუალება მისცემოდა, თუმცა ადამიანებმა სოციალური დისტანცირების წესები არ დაიცვეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG