ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიამ შეზღუდვების ნაწილი ისევ განაახლა


სკოტ მორისონი, ავსტრალიის პრემიერი
სკოტ მორისონი, ავსტრალიის პრემიერი

ავსტრალიაში კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი ისევ განახლდა, მათ შორის - დახურულ სივრცეში პირბადის ტარების მოთხოვნა და ერთ სივრცეში ადამიანების რაოდენობის შეზღუდვა. მიზეზი კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის გავრცელებასთან ერთად, ინფიცირების რეკორდულად მაღალი მონაცემებია.

ეს ნაბიჯი ცვლის კანბერის მიერ განცხადებულ კურსს. მთავრობა პირობას დებდა, რომ ქვეყანა აღარ ჩაიკეტებოდა. ავსტრალიაში ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ეტაპზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი „ლოქდაუნი“ მოქმედებდა. კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები ახლა ისევ რეკორდულად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტი კოვიდ-19-ის ვაქცინის ორი დოზითაა აცრილი.

იმის მიუხედავად, რომ ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევები ახლა გაცილებით მცირეა, ინფიცირების ზრდა სხვა ტიპის რისკებს ქმნის. კანბერა შიშობს, რომ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, ინფიცირების შედეგად, ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას და საავადმყოფოებში კვალიფიციური მუშაკების დეფიციტი შეიქმნება.

ავსტრალია აცხადებს, რომ 44,000 აქტიური შემთხვევიდან, რომლისგანაც, მხოლოდ 800 შემთხვევაში დაფიქსირდა ჰოსპიტალიზაცია, მხოლოდ 37 შემთხვევა უკავშირდება ომიკრონის ვარიანტს. ამ დროისთვის ომიკრონისგან გარდაცვალების შემთხვევა ქვეყანაში არ ფიქსირდება.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის ტალღის მიუხედავად, ავსტრალიის, 15-მილიონიანი ქვეყნის, საერთო ინფიცირების მაჩვენებელი 273 ათასია. ქვეყანაში კოვიდ-19-ით 2 173 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პროცენტულად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG