ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია ავღანეთისთვის 300 მილიონ დოლარს გამოჰყოფს


ავსტრალია ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურებს 300 მილიონი დოლარით დაეხმარება. პრემიერ-მინისტრის -ჯულია გილარდის- თქმით, წელიწადში 100 მილიონის გადარიცხვა 2015 წელს, ავღანეთიდან საერთაშორისო ალიანსის სამხედრო შენართების გამოყვანის შემდეგ დაიწყება.

ავღანურ ძალებზე უსაფრთხოების პასუხისმგებლობის გადაბარების შემდეგ 2014 წლის ბოლოს ქვეყანას ყველა უცხოელი ჯარისკაცი დატოვებს. ავღანეთში ამჟამად 1 500 ავსტრალიელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ისინი სამშობლოში 2013 წლის ზაფხულის თვეებში დაბრუნდებიან, დაგეგმილზე ერთი წლით ადრე.

XS
SM
MD
LG