ბირმის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი აუნ სან სუ ჩი იაპონიას ეწვია. ამ ქვეყანაში ეს მისი პირველი ვიზიტია ბოლო 30 წლის განმავლობაში. აუნ სან სუ ჩი იაპონიის ლიდერებს შეხვდება. მათ შორის პრემიერ-მინისტრს შინზო აბეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ფუმიო კიშიდას. აუნ სან სუ ჩის იაპონიაში ვიზიტის მთავარი მიზანი ბირმაში დემოკრატიული რეფორმებისთვის ტოკიოს მხარდაჭერის მოპოვებაა. ის ასევე მოინახულებს კიოტოს უნივერსიტეტს, სდცა 80-იან წლებში მიწვეული მკვლევარი იყო.
აუნ სან სუ ჩი ტოკიოს ეწვია

ბირმის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს იაპონიის პრემიერი მიიღებს