ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აუნ სან სუჩი აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს


დღეს, აუნ სან სუჩი კაპიტოლიუმში ხუთი ბირმელი დისიდენტის დაჯილდოვების ცერემონიალს დაესწრება

ბირმის ოპოზიციის ლიდერი, აუნ სან სუჩი შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს, რათა მადლობა გადაუხადოს ყველას, ვინც მას სამშობლოში ყოფნის დროს დემოკრატიისთვის ბრძოლაში თანადგომა გამოუცხადა.

დღეს, ნობელის ლაურეატი კაპიტოლიუმში ხუთი ბირმელი დისიდენტის დაჯილდოვების ცერემონიალს დაესწრება. ამავე ცერემონიალზე სან სუჩის 2012 წელს დემოკრატიისთვის ბრძოლაში ეროვნულ ჯილდოს გადასცემენ.

ოთხშაბათს, ვაშინგტონში ბირმის ოპოზიციის ლიდერს ამერიკელმა კონგრესმენებმა ოქროს მედალი გადასცეს.

გუშინვე, აუნ სან სუ ჩი პრეზიდენტ ობამას შეხვდა. მასთან პირისპირ საუბრის შემდეგ ბირმის ოპოზიციის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს დღე მის ცხოვრებაში დაუვიწყარი იქნება.
XS
SM
MD
LG