ბირმის ოპოზიციის ლიდერი, აუნ სან სუჩი ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდება.
აუნ სან სუჩი ვაშინგტონში ორშაბათს 17-დღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ოპოზიციის ლიდერი კლინტონთან ბირმის დემოკრატიულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
ოთხშაბათს, ამერიკელი კონგრესმენები აუნ სან სუჩის ოქროს მედალს გადასცემენ, რომელიც შეერთებული შტატების უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოდ ითვლება.
ნობელის პრემიის მფლობელი ქალბატონი, აუნ სან სუჩი ასევე ესტუმრება ვაშინგტონში „ამერიკის ხმის" რედაქციას, სადაც აშშ-ში ვიზიტის დროს პირველ ინტერვიუს მიცემს.