ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აუნ სან სუჩი ტაილანდში ჩავიდა


ბირმის ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუჩი ტაილანდში ჩავიდა. ეს მისი პირველი საერთაშორისო მოგზაურობაა 24 წლიანი იზოლაციის შემდეგ. ნობელის ლაურეატი ბანკოკის აეროპორტში სამშაბათს საღამოს დაეშვა. ტაილანდში ის რამდენიმე დღეს დაჰყოფს. დაგეგმლია აუნ სან სუჩის შეხვედრა ტაილანდის პრემიერ მინისტრთან ინგლაქ შინავატრასთან. ასევე დაგეგმილია მისი გამოსვლა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც. ეს ვიზიტი ბირმის პოლიტიკურ ცხოვრებაში ისტორიულ მოვლენად ითვლება, რომელიც გასულ წელს სამხედრო მმართველების მიერ ძალაუფლების გადაცემით დაიწყო.

XS
SM
MD
LG