ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადი დასავლეთს ადანაშაულებს


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ლტოლვილების მოზღვავებაში, რომლებმაც სირია დატოვეს და ევროპის ქვეყნებში ცდილობენ შესვლას, დასავლეთს ადამაშაულებს. ასადის თქმით, სირიაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთი „ტერორიზმს“ უჭერს მხარს.

სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როცა მთავრობამ მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციები დაარბია. მას შემდეგ, სამოქალაქო ომში რამდენიმე მხარე ჩაება და შედეგად, მოსახლეობის თითქმის ნახევარმა საცხოვრებელი ადგილი დატოვა.

რუსული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ასადმა უარყო ბრალდება, რომ სირიაში ომი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, ეს დასავლეთის მთავრობების პროპაგანდის ნაწილია - დასავლეთი ლტოლვილების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს და ამის პარალელურად მათ საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების დროს მათ საფრთხეს უქმნის.

XS
SM
MD
LG