ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში მიგრანტების გადაადგილება გრძელდება


გერმანიამ განაცხადა, რომ საჯარო ფონდიდან დევნილების დასახმარებლად დამატებით 6.6 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

უნგრეთის გზით გერმანიაში მიგრანტების გადასვლა გასულ კვირასთან შედარებით დღეს უპრობლემოდ მიმდინარეობდა. გერმანიამ, ევროპის ყველაზე მდიდარმა ქვეყანამ, დღეს განაცხადა, რომ საჯარო ფონდიდან დევნილების დასახმარებლად დამატებით 6.6 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ქვეყანა სულ 800 ათასი მიგრანტის დაშვებას გეგმავს.

უნგრეთი აქამდე თითქოს მზად იყო, რომ დევნილებისთვის გზა ევროპის განვითარებული ქვეყნებისკენ ნებისმიერი გზით დაებლოკა. პოლიციამ მიგრანტთა ნაკადების შესაკავებლად ცრემლსადენი გაზიც კი გამოიყენა. მაგრამ ბუდაპეშტი ახლა ავსტრიის სარკინიგზო რეისებს წარმატებით იყენებს და დევნილებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებისკენ თავისუფლად ატარებს. ვენის სადგურის ბაქანზე შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა დევნილებს აპლოდისმენტებით ხვდება და მათ გერმანიის რეისებზე აცილებს.

XS
SM
MD
LG