აზიის საფონდო ბირჟებმა დიდი დანაკლისი განიცადა, რასაც გლობალურ ბაზარზეც ექნება გავლენა.
ჩინეთის შანხაის და შენჟენის ბირჟებზე სავაჭრო დღის ბოლოს 6 პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა, რაც ბოლო 14 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. 2 პროცენტიანი ვარდნა ჰქონდა ჰონგ კონგის და იაპონიის ინდექსებს, ასევე იზარალეს სინგაპურის და ტაილანდის ბირჟებმა.