ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეშტონს საქართველოს ევროპულ ორიენტაციაში ეჭვი არ შეაქვს


კეტრინ ეშტონი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე ბლოკის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონმა ვაშინგტონის ვუდრო ვილსონის ცენტრში ისაუბრა. ირანთან ურთიერთობების დათბობა, სირიის ქიმიური არსენალის განადგურება და გაეროს რეზოლუცია, ეგვიპტის დემოკრატიზაცია, ევროპული სამეზობლო პოლიტიკა და რუსეთი.

შეხვედრას ვილსონის ცენტრის პრეზიდენტი ჯეინ ჰარმანი უძღვებოდა. ევროკავშირის კომისარს საქართველოშჲ შექმნილ სიტუაციაზე და ქვეყნის ევროპულ არჩევანზეც ჰკითხეს.

ეშტონი: ჩვენ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კავშირი გვაქვს. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დაველოდებით. სხვადასხვა მოლოდინი არსებობს თუ რა მომავალი ექნება მიხეილ სააკაშვილს. ამ ფონზე, ვილნიუსის სამიტს გულისყურით ველით. ჩვენ გვჯერა რომ საქართველოს მომავალი ევვროპასტან მტკიცე ურთიერთობებშია და მას მყარად აქვს განსაზღვრული ევროპისკენ სვლა. ჩემი არცერთი შეხვედრიდან არ მქონია ისეთი შთაბეჭდილება რომ პოლიტიკის ცვლილებასთან გვქონდეს საქმე. საქართველოში ყველაფერი იდეალურად არ არის, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა დავუჭიროთ მას მხარი მომავლის შენებაში.


ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი-ჰარმანი-ირანის ბირთვული პროგრამის დასრულებით და გლობალური სანქციების შენარჩუნების მნიშვნელობით დაინტერესდა.

ეშტონი: მე შევხვდი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ზარიფს. დიპლომატიას შანსი უნდა მივცეთ, თუმცა ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ პროცესის განვითარების მიზნით. ჩვენ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ და ვიქნებით მზად, თუ თეირანი იქნება ამისთვის მოწადინებული. შესრულებულის გადამოწმება უნდა შეგვეძლოს და ორმხრივი ნდობა შევიქმნათ. პრინციპული მიდგომა გვექნება.

ჯეინ ჰარმანის აზრით, არსებობს ოპტიმისტური განწყობა თუმცა სირიის მხრიდან მსოფლიო თანამეგობრობა ჟენევის მოლაპარაკებების შესრულებას მოელის.

ეშტონი: პოლიტიკური პროცესის დაწყება აუცილებელია, თუმცა ჟენევის პირველი რაუნდით გათვალისწინებული ეტაპი უნდა დავასრულოთ, ადამიანებს ჯერ საკუთარი ცხოვრების და სამოსახლოების აღდგენაში უნდა დავეხმაროთ. სირიის 70 პროცენეტი დანგრეულია, ყველა ოჯახს დაეღუპა წევრი, არის უამრავი ლტოლვილი. მათ თავი სირიის შვილებად ხელახლა უნდა იგრძნონ თუმცა პოლიტიკურ პროცესზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია.
XS
SM
MD
LG