ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის მოვლენების ფონზე, რომის პაპმა მსოფლიო მშვიდობისთვის ილოცა


ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რომის პაპმა პარასკევს სპეციალური ლოცვა აღავლინა მსოფლიო მშვიდობისთვის.

პაპის მიერ აღვლენილ სპეციალურ მსახურებას, ათასობით ადამიანი უსმენდა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. მსახურება ონლაინაც გადაიცემოდა და ლოცვაში მთელი მსოფლიოდან იღებნდნენ ქრისტიანები მონაწილეობას.

86 წლის კათოლიკე ლიდერმა, მოწოდებები გააკეთა ღაზაში მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც. მან ასევე დაგმო "ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებული ძალადობა და ღვთისმშობელს შეავედრა, რომ "ინსპირაცია მისცეს მსოფლიოს ლიდერებს მშვიდობის გზის საძიებლად".

რომის პაპმა ასევე თქვა, რომ წუხს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობის გამო და შესაბამის მხარეებს მოუწოდა ჰუმანიტარული დერეფნებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ.

მან ილოცა, რათა ეს ლოცვა „შეხებოდა სიძულვილით შეპყრობილთა გულებს, მოქცეულიყვნენ ისინი, ვინც ამძაფრებენ და აძლიერებენ კონფლიქტს; დაშრეს ბავშვების ცრემლები, შემწეობა მიიღონ მოხუცებმა და მარტოსულებმა; გაძლიერდნენ დაჭრილები და ავადმყოფები; დაცულები იყვნენ ისინი, ვინც იძულებული არიან დატოვონ მათი მიწები და საყვარელი ადამიანები; ნუგეში ეცეთ დაღუპულებს და გაუჩნდეთ ახალი იმედი".

მიუხედავად ასეთი მინიშნებებისა, პარასკევს ჩატარებული მსახურების დროს, რომის პაპს რომელიმე კონკრეტული კონფლიქტი არ უხსენებია.

გასულ კვირას, რომის პაპს მსოფლიოს ლიდერებთან რამდენიმე სატელეფონო ზარი ჰქონდა ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათ შორის იყვნენ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაეპ ერდოღანი.

XS
SM
MD
LG