ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი - ვაშინგტონის სამიტის მთავარი თემა


ირანი - ვაშინგტონის სამიტის მთავარი თემა
ირანი - ვაშინგტონის სამიტის მთავარი თემა

ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ისრაელის პრემიერი თეთრ სახლში ვიზიტისთვის ემზადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის მთავარი თემა იქნება. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს 5 მარტს შეერთებული შტატების დედაქალაქში შეხვდებიან.

მინისტრთა კაბინეტის ყოველკვირეულ შეხვედრაზე ბატონმა ნეთანიაჰუმ საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს უკანასკნელი ანგარიშის შესახებ ისაუბრა. სააგენტოს მიერ პარასკევს გამოცხადებული ინსპექციის შედეგების მიხედვით ირანმა ურანით გამდიდრების პროცესი მკვეთრად გააღრმავა.

პრემიერის თქმით ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ისრაელი დიდი ხნის მანძილზე ამტკიცებდა: ირანი საერთაშორისო საზოგადოებრიობის აზრის სრული იგნორირებით ბირთვული იარაღის შექმნაზე ინტენსიურად მუშაობს. ამ გარემოებას ისრაელი საკუთრი ქვეყნის არსებობობის რისკად განიხილავს და დასავლური დიპლომატიის უმოქმედობის შემთხვევაში არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებას.

შერთებული შტატები სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია. გასულ თვეს ამერიკამ ისრაელში უმაღლესი ოფიციალური პირები მიავლინა, რათა დაერწმუნებინა ადგილობრივი მთავრობა ირანის სანქციებისთვის ცოტა მეტი დრო მიეცა. ექსპერტების აზრით, ისრაელის მხარის დარწმუნება მათ ვერ მოახერხეს.

XS
SM
MD
LG