ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი ბონის კონფერენციას ბოიკოტს უცხადებს


პაკისტანი ბონის კონფერენციას ბოიკოტს უცხადებს
პაკისტანი ბონის კონფერენციას ბოიკოტს უცხადებს

ორშაბათს გერმანიის ქალაქ ბონში საერთაშორისო კონფერენცია იხსნება, რომელიც ავღანეთის მომავლის მშენებლობას ეძღვნება

შეერთებული შტატების ელჩი ავღანეთში, რაიან კროკერი, თვლის, რომ პაკისტანელთა გადაწყვეტილება ბონის კონფერენციის ბოიკოტის შესახებ ისევ მათი ქვეყნისთვის იქნება წამგებიანი. ორშაბათს გერმანიის ქალაქ ბონში საერთაშორისო კონფერენცია იხსნება, რომელიც ავღანეთის მომავლის მშენებლობას ეძღვნება.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადება ბოიკოტის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ქმედების გამო პროტესტის ნიშნად იქნა გაკეთებული. ნოემბრის ბოლოს მომხდარ ინციდენტში პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მდებარე საგუშაგოს საავიაციო დაბომბვის შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ბატონმა კროკერმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ისლამაბადის არყოფნა კონფერენციაზე ძალიან სამწუხარო იქნება. თუმცა, ეს ფაქტი კონფერენციის გეგმებს ხელს მაინც ვერ შეუშლის.

„გულახდილად რომ ვთქვა, ეს უფრო მათი დანაკლისი იქნება, თუკი არ მოვლენ. ეს ფაქტი კონფერენციის შედეგზე არ იმოქმედებს“ - განაცხადა მან.

მსოფლიოს 85 ქვეყანა ბონის პირველი კონფერენციიდან 10 წლის შემდეგ კვლავ იკრიბება და ავღანეთის უსაფრთხოების, სტაბილურობის და აყვავების ინტერესებისადმი ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.

XS
SM
MD
LG