ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანა ბანუს პროვინციაში საკანონმდებლო შენობას დააჯახეს.

თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში 6 პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანა ბანუს პროვინციაში საკანონმდებლო შენობას დააჯახეს.

ტერაქტის შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო მოძრაობა თალიბანმა. მათი წარმომადგენლის განცხადებით, ეს იყო შურისძიების აქცია ორგანიზაციის ერთერთი ხელმძღვანელის მკვლელობის გამო. თალიბანის ერთერთი ლიდერი ტაჯ გული ვაზირისტანის რეგიონში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატიდან გაშვებულმა რაკეტამ მოკლა. ვაზირისტანის რეგიონი თალიბანის მთავარ საყრდენ ტერიტორიად ითვლება.

XS
SM
MD
LG