ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ავღანეთისგან რეფორმების გატარებას მოითხოვს


აშშ ავღანეთისგან რეფორმების გატარებას მოითხოვს

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, განცხადებით შეერთებული შტატები მზად არის ავღანეთს მხარში დაუდგეს. მაგრამ სამხრეთ აზიის ქვეყანა ვალდებულია გაატაროს რეფორმები, იკისროს საკუთარი უსაფრთხოების პასუხისმგებლობა და აშენოს დემოკრატია, რომელიც კანონის უზენაესობას ემყარება.

ქალბატონმა კლინტონმა აღნიშნული განცხადება გერმანიის ქალაქ ბონში დღეს დაწყებულ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ავღანეთის მომავალს ეძღვნება. ავღანეთის პრეზიდენტმა -ჰამიდ კარზაიმ- კონფერენციაზე განაცხადა, რომ მას არ სურს ტვირთად დააწვეს საერთაშორისო საზოგადოებრიობას. მაგრამ წარმატების და პროგრესის გამყარებისთვის 2014 წელს ნატოს ჯარების ქვეყნიდან გაყვანის შემდეგაც ავღანეთს დასავლეთის დახმარება სულ ცოტა შემდეგი 10 წელიწადი კვლავ დასჭირდება.

ბონის მეორე კონფერენციაში 80-ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. მისი მთავარი თემებია: კოალიციის მიერ უსაფრთხოების პასუხისმგებლობის გადაცემა უშუალოდ ავღანურ ძალებზე, შერიგების პროცესი თალიბანთან და მომავალი საერთაშორისო დახმარების დაგეგმვა. პაკისტანი კონფერენციას ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის მიზეზი ნატოს მიერ ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე განხორციელებული სპეცოპერაციაა, რომელშიც 24 პაკისტანელი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG