ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში მეამბოხე ისლამისტებს აკავებენ


საფრანგეთში მეამბოხე ისლამისტებს აკავებენ
საფრანგეთში მეამბოხე ისლამისტებს აკავებენ

ფრანგულმა პოლიციამ სულ ცოტა 6 ადამიანი დააკავა პაკისტანში მებრძოლ ისლამისტ მეამბოხეებთან სავარაუდო კავშირის მოტივით. პარიზში განხორციელებული რეიდი უფრო ფართო მასშტაბიანი გამოძიების ნაწილია, რომელიც პაკისტანში საბრძოლად მეამბოხეების აყვანას აკვირდება.

დაკავებები პარიზსა და მის შემოგარენში განხორციელდა. ერთერთი ეჭვმიტანილი პარიზში ალჟირიდან ჩამოფრენის მომენტში დააკავეს.

ალ-ყაიდას მომხრეები წარსულში არაერთხელ დამუქრებიან ევროპის სახელმწფოებს მათი ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობის გამო.

აპრილში, პაკისტანის ხელისუფლებამ ორი ფრანგი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც ბრალი ედებათ ინდონეზიელი მეამბოხის უმარ პატეკის ქსელში წევრობისათვის.

XS
SM
MD
LG