ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიმან ზავაჰირი - ალ-ყაიდას სავარაუდო ლიდერი


აიმან ზავაჰირი - ალ-ყაიდას სავარაუდო ლიდერი

ოსამა ბინ ლადენის თანაშემწე, აიმან ზავაჰირი, სავარაუდოდ ალ -ყაიდას ლიდერი გახდება.

ქაიროდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი მოგვითხრობს, რომ ახლა კიდევ უფრო დიდი სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ჩაუდგება ტერორისტულ ქსელს სათავეში. ძალიან ხშირად, ამ პოსტზე განხილულია ეგვიპტელი ისლამისტი აიმან სავაჰირი, რომელიც ალ-ყაიდას სახელით განცხადებებს აკეთებდა და მის ლიდერთან თავის სიახლოვეზე ლაპარაკობდა.

თებერვალში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში, ზავაჰირიმ აღნიშნა, რომ ბინ ლადენმა მას მუჯაჰედინების მრჩევლობა თხოვა ისლამური შარიის კანონის საკითხებში.

ზავაჰირის ასევე იცნობენ, როგორც ალ-ყაიდას არაერთი ფეთქებადი ხასიათით გამორჩეული განცხადების გახმოვანებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ექსპერტები მას ალ-ყაიდას ტერორისტული ქსელის ტვინადაც კი მოიაზრებენ.

XS
SM
MD
LG