ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი პარალიზებულია


საბერძნეთი პარალიზებულია
საბერძნეთი პარალიზებულია

ათენში გრძელდება შეტაკებები. ქალაქის ცენტრში 20, 000 ბერძენი მთავრობის საბიუჯეტო გეგმებს აპროტესტებს.

ათენში, ათასობით დემონსტრანტი პოლიციას დაურისპირდა. გაფიცვის პირველ დღეს, დემონსტრანტები ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები საბერძნეთის მთავრობის ახალ საბიუჯეტო ზომებს აპროტესტებენ.

ათენის ცენტრში, სამშაბათს 4, 000 პოლიციელმა მოიყარა თავი. პარლამენტის წინ ამ დროს 20, 000 ბერძენი იდგა. საკანონმდებლო ორგანო პრემიერ გეორგიუ პაპანდრეუს მიერ ინიცირებულ გეგმას იხილავდა, რომელიც გადასახადების მატებას, მთავრობის მიერ ხარჯების შემცირებასა და სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ისახავს მიზნად.

ამ ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლად დანიშნულმა მეთაურმა ქრისტიან ლაგარდმა საბერძნეთის პრემიერ მინისტრის მოწინააღმდეგეებს „ეროვნული ერთობის ნიშნად“ პრემიერის მიერ დაწყებული რეფორმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

შეტაკებებისას 21 პოლიციელი დაშავდა.

გაფიცვა ოთხშაბათსაც იგეგმება. პარალიზებულია საბერძნეთის თითქმის ყველა სექტორი.

XS
SM
MD
LG