ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძეთში პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო


საბერძეთში პროტესტის ახალი ტალღა დაიწყო

საბერძნეთის დავალიანებამ ბანკებში 21 პროცენტზე მეტი მოგების დანაკარგი გამოიწვია.

საბერძნეთში უმუშევრობის ახალმა ტალღამ მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ესკალაცაია გამოიწვია. აღნიშნული პროტესტი ხელისუფლებისაგან მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვს იმისათვის, რომ საერთაშორისო კრედიტორთა დავალიანება დაკმაყოფილდეს.

ათენში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება, ელექტროენერგიის კომპანიას თანამშრომელთა გაფიცვამ გამოიწვია, რომლებიც თავიანთი დამსაქმებლებისაგან ქონების გადასახადის გაუქმებას მოითხოვდნენ.

საბერძნეთში პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ევროპის ქვეყნებმა კვლავ შეშფოთება გამოთქვეს საბერძნეთის საბიუჯეტო დავალიანებაზე. აღნიშნულმა კრიზისმა, საერთაშორისო საფონდო ბირჟებზეც იმოქმედა და ლონდონში, პარიზისა და ფრანკფურტში ფასების ვარდნა დააფიქსირა.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საბერძნეთის დავალიანებამ ბანკებში 21 პროცენტზე მეტი მოგების დანაკარგი გამოიწვია.

XS
SM
MD
LG