ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის კრიზისი


საბერძნეთის კრიზისი

დღეს სატელევიზიო გამოსვლაში ბატონმა პაპადემუსმა ათასობით სამუშაო ადგილის შეკვეცის და ხელფასების შემცირების შესახებ აუწყა საბერძნეთის მოსახლეობას.

დღეს საბერძნეთის პარლამენტი ევროკავშირის მიერ სესხის სანაცვლოდ დაწესებულ ზომებს დაამტკიცებს.

მთავრობის კაბინეტმა ზემოხსნებული გეგმა დადებითად პარასკევს შეაფასა.

თუ პარლამენტი დაწესებულ ზომებს კენჭს უყრის, პრემიერ მინისტრ ლუკას პაპადემუსს ევროკავშირის მიერ გაცემული 172 მილიარდიანის სესხის სანაცვლოდ, ბიუჯეტის შემცირება მოუწევს.

დღეს სატელევიზიო გამოსვლაში ბატონმა პაპადემუსმა ათასობით სამუშაო ადგილის შეკვეცის და ხელფასების შემცირების შესახებ აუწყა საბერძნეთის მოსახლეობას. პრემიერის განცხადებით, თუ ქვეყანამ ამ მკაცრ ზომებს დადებითი შეფასება არ მისცა , საბერძნეთი ეკონომიკური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება:

„მეგობრებო, ჩვენ ქაოსისგან გამოსავალი გზები უნდა ვიპOვნოთ. თუ უმუშევარ და უფულო მოსახლეობაზე არ ვიფიქრეთ, ქვეყანაში საშიში და უმართავი პროცესები განვითარდება.“

XS
SM
MD
LG