როგორ ეხმაურება საქართველო ამერიკელებისათვის ყველაზე მნიშვნელვან და დაუვიწყარ დღესს - 11 სექტემბერს? ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბატონი გიგი წერეთელი საუბრობს: "- 11 სექტემბერი არა მარტო ამერიკელებისათვის არის დავიწყარი დღე, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, იმდენად რამდენადაც ეს ტრაგედია პრაქტიკულად იყი ძალიან დიდი მასშტაბის და ეს განიცადა ყველამ, მთელმა მსოფლიომ ისევე ისე, როგორც ამერიკელებმა. ეს დღე იქნება დაუვიწყარი ალბათ თაობებისთვის და გაყვება ისტორიას, ერთ-ერთი როგორც ყველაზე მძიმე და ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტი. გარდა ამისა, ამ დღემ პრაქტიკულად შეცვალა დამოკიდებულება მთელს მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხების მიმართ . გაჩნდა შეურიგებელი ბრძოლა და მოძრაობა დაიწყო ტერორიზმის მიამართ. ჩამოყალიბდა ფართო კოალიცია ქვეყნებისა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი ერთობლივად გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მსგავსი ტერორისტული აქტები აღარ მოხდეს მსოლიოში. საქართველოც არის ნაწილი ამ კოალიციის და ის ამ წლების განმავლობაში, ვფიქრობ, რომ იყო შეძლებისდაგვარად კარგი პარტნიორი, როგორც აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკური ალეანსის, ასევე ყველა იმ ქვეყნის, ვისი მთავარი ამოცანაც სწორედ არის მშვიდობის შენარჩუნება"- აღნიშნა ბატონმა გიგიმ.
პოპულარული
1