ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვიკილიკსმა“ 400, 000-მდე დოკუმენტი გამოაქვეყნა


„ვიკილიკსმა“ 400, 000-მდე დოკუმენტი გამოაქვეყნა
„ვიკილიკსმა“ 400, 000-მდე დოკუმენტი გამოაქვეყნა

დოკუმენტები მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების და ტყვეების წამების ფაქტებს ასახავს.

დამოუკიდებელმა ინტერნეტ-საიტმა „ვიკილიკსმა“ 400 000-მდე დოკუმენტი გამოაქვეყნა ერაყში ამერიკის ომთან დაკავშირებით, რომლებშიც მოთხრობილია მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების და ტყვეების წამების ფაქტები.

შეერთებული შტატების სამხედრო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 2003 წელს ერაყის ოკუპაციის შემდეგ ამ ქვეყანაში 100, 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის 66, 000 მშვიდობიანი მცხოვრები იყო.

დახოცილთა შორის ერაყში რელიგიური დაპირისპირების მსხვერპლნი ჭარბობენ. ლონდონის ერაყის ომზე მომუშავე ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ეს დოკუმენტები აქამდე უცნობი 15, 000 ადამიანის განადგურების დამამტკიცებელ მასალებს შეიცავენ.

დოკუმენტებში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის და დანებებული ერაყელი პარტიზანების დახვრეტის ფაქტებია დაფიქსირებული.

XS
SM
MD
LG