ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეითსი 2011 წელს გადადგომას აპირებს


აშშ-ს თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი აცხადებს, რომ მომავალ წელს გადადგომას აპირებს. მისივე თქმით ეს ლოღიკური ნაბიჯი იქნება მას შემდეგ, რაც ობამას ადმინისტრაცია დაასრულებსა ავღანეთში ახალი სტრატეგიის განხილვას. გეითსმა ეს განცხადება გააკეთა ჟურნალ Foreign Policy-სადმი მიცემულ ინტერვიუში. გეითსს მიაჩნია, რომ 2011 წლისათვის დასრულებული იქნწბა ავღანეთში საჭირო რაოდენობის ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გადასროლა და ობამას ადმინისტრაციას უკვე ეცოდინება რამდენად ქმედითია ახალი სტრატეგია. როგორც გეითსმ აღნიშნა არ იქმენა მართებული მისი 2012 წლის იანვრის შემდეგ გადადგომა, რადგანაც საარჩევნო წლის განმავლობაში რთული იქნება მისი შემცვლელის პოვნა, კერძოდ მაშინ როდესაც ობამას ადმინისტრაციამ შეიძლება არჩევნებში წააგოს.

XS
SM
MD
LG