ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გატაცებულია 14 ადამიანი


პოლიციის განცხადებით,გატაცებულების გამოსახსნელი ოპერაცია უკვე დაიწყო.

პაკისტანის პილიციის განცხადებით, მეამბოხეებმა 14 ადამიანი გაიტაცეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლთ ნაწილში. ცოტა ხნის წინ პაკისტანის პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში გატაცებულთა რაოდენობა დაახლოებით 60 იყო.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით,მძიმედ შეიარაღებულმა მეამბოხეებმა ყურამის რაიონში გზატკეცილზე მიმავალი რამდენიმე მანქანა გააჩერეს და მანქანებში მსხდარი მგზავრები მძევლად აიყვანეს.

ასევე პოლიციის განცხადებით,გ ატაცებულების გამოსახსნელი ოპერაცია უკვე დაიწყო.

ყურამის რეგიონში მეამბოხეების რაოდენობამ განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთის საზღვართან მეამბოხეების წინააღმდეგ ფართო-მასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

XS
SM
MD
LG