ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტები უგანდაში


უგანდის პოლიციის განცხადების თანახმად უგანდის დედაქალაქ კამპალაში განხორციელებული ორი ტერაქტის შედეგად დაუზუსტებელი მონაცემებით 40 კაცი დაიღუპა. აფეთქება განხორციელდა მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, სადაც ხალხი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპინატის ფინალურ შეხვედრას უყურებდა. პირველი აფეთქებდა მოხდა ადგილობრივ ეთიოპურ რესტორანში, მეორე კი რაგბის კლუბში. არიან დაჭრილები. დაღუპულთა შორის არიან უცხოელები. აშშ-ს საელჩოს განცხადების თანახმად აფეთქებაშ დაიღუპა ამერიკის ერთი მოქალაქე. ჯერ-ჯერობით ტერაქტებისათვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა. მანამდე სომალელი მეამბოხეები იმუქრებოდნენ კამპალაში ტერაქტებით, რადგანაც უგანდელი მშვიდობისმყოფელები შედიან აფრიკული კავშირის ძალებში, რომლებიც ამჟამად სომალიში არიან დისლოცირებული. როგორც სომალის დედაქალაქ მოგადიშუში ერთ-ერთი ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერმა ასოშიეტიდ პრესს განუცხადა, იგი კმაყოფილია უგანდაში მომხდარი ტერაქტებიტ, თუმც იგი არც უარყოფს და არც ადასტურებს მისი დაჯგუფების პასუხისმგებლობას ამ ტერაქტებისათვის.

XS
SM
MD
LG