გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ყირგიზეთისთვის 71 მილიონი დოლარის დახმარების აღმოჩენა მოითხოვა, რათა ამ ქვეყანამ ქაოსიდან თავის დაღწევა შეძლოს.
ყირგიზეთში მწვავედ დგას სასმელი წყლის, საკვების, მედიკამენტების და ელექტროენერგიის დეფიციტის საკითხი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჯალალაბადსა და ოშში.
ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის როზა ოტუნბაევას განცხადებით დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 2000-ს მიაღწიოს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან რობერტ ბლეიკთან შეხვედრისას, ქალბატონმა ოტუნბაევამ განაცხადა,რომ დაწყებულია ამბოხების მიზეზების გამოძიება.
დაახლოებით 300,000 ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი ადგილები. კიდევ 100,000-მა ლტოლვილმა უზბეკეთს შეაფარა თავი.