ავღანეთის პოლიციის ცნობით, დღეს ველოსიპედზე დამონტაჟებული თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად, ერთი პოლიციელი დაიღუპა და 14 დაიჭრა, მათ შორის 3 ბავშვია.
ბომბი დღეს, ყანდაარის პროვინციის მმართველის სახლის წინ აფეთქდა.
მომხდარზე პასუხიმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.
აფეთქება ქაბულში ეროვნული მშვიდობისადმი მიძღვნილი კონფერენციის მეორე დღეს ემთხვევა.
კონფერენციის მსვლელობისას, ავღანეთის დელეგაციის წევრებმა მოიწონეს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის გეგმები, 9 წლიანი ომის დასამთავრებლად, თალიბებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესახებ.