ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება სომალიში


მოგადიშუში მთავრობის მხარდამჭერ სამხედრო ძალებსა და ისლამისტ მეამბოხეებს შორის შეტაკება მოხდა.

სომალის დედაქალაქში მოგადიშუში მთავრობის მხარდამჭერ სამხედრო ძალებსა და ისლამისტ მეამბოხეებს შორის შეტაკება მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, შეტაკების დროს 14 ადამინი დაიღუპა. ისლამისტური დაჯგუფება ალ შაბაბი შეეცადა საპრეზიდენტო სასახლის აღებას, მაგრამ მათი შეჩერება სამხედროებისა და აფრიკის კავშირის სამშვიდობოების ერთიანი ძალით მოხდა.

შეიარაღებული დაპირისპირება მოგადიშუს ცენტრში მოხდა. არის როგორც მსხვერპლი, ისე მრავალი დაჭრილიც.

როგორც აფრიკის კავშირის სამხედრო ძალები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ ალ შაბაბი სამთავრობო შენობებზე გადაწყვიტავს თავდასხმას , საპასუხო შეტევას ისინი არ დააყოვნებენ.

სომალის პრეზიდენტი სტამბოლში იმყოფება, სადაც გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ესწრება.

XS
SM
MD
LG