ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკომისია საქართველოს 46 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს


ევროკომისია საქართველოს 46 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
ევროკომისია საქართველოს 46 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

46 მილიონი ევროს მაკრო-ფინანსური დახმარება, რომლის გამოყოფასაც ევროკომისია საქართველოსთვის გეგმავს, იმ 500 მილიონი ევროს დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს ევროკავშირი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაპირდა.

ამ თემაზე ჩვენი რესპონდენტი ეკონომიკის მეცნიერებათ დოქტორი, ბატონი მიხეილ თოქმაზიშვილი საუბრობს:

-„უკანასკნელი სამი წელია, რაც ევროკავშირი აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. სანამ ამ სახის დახმარებას მიიღებს საქართველო , ჩვეულებრივ ამას წინ უძღვის სავალუტო ფონდის შეფასებები იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც საქართველოში არსებობს. საქართველომ ნამდვილად გამოასწორა თავისი ეკონომიკური მდგომარეობა. იგი გამოცოცხლების ფაზაშია. თუ 2008-2009 წლებში ეკონომიკურ დაცემას ჰქონდა ადგილი, წელს უკვე 6 პროცენტიანი ზრდაც არის მოსალოდნელი. ყოველივე ეს განხორციელდა იმ დახმარების საფუძველზე, რომელიც საქართველომ სწორედ ევროკავშრისაგან მიიღო. ამ თანხის გამოყოფა ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა განიხილონ. განხილვა ხდება იმის შესაბამისად თუ რამდენად ასრულებს საქართველო იმ პირობებს, რომელიც მან აიღო საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე.“

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG