ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო ლუკაშენკოს მიმართავს


ეუთო ლუკაშენკოს მიმართავს

ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ბელარუსში ახალი კანონის მიღება დაგმო, რომელიც შეკრების უფლებას ზღუდავს. ოქტომბრის დასაწყისში ეს კანონი ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო, თუმცა პარასკევს უკვე ზედა პალატამ დაამტკიცა. ეუთოს თავმჯდომარემ ოდრონიუს აზუბალისმა, რომელიც ამავდროულად ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრია, პრეზიდენტ ლუკაშენკოს მოუწოდა, არ მოაწეროს ხელი პარლამენტის ახალ კანონს. პარლამენტის გადაწყვეტილებით ცვილებები შევიდა კანონში მასობრივი ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, მოსახლეობას ბელარუსის საზოგადოებრივ ადგილებში პროტესტის გამოხატვის მიზნით შეკრება ეკრძალება.

XS
SM
MD
LG