ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის ვალი 200 მილიონამდე გაიზარდა


მინსკი კონტრაქტით გათვალისწინებულ საფასუს არ იხდის და არღვევს ხელშეკრულებას.

რუსეთის განცხადებით, ბელარუსის ბუნებრივი აირის დავალიანებამ ბუნებრივ აირზე 200 მილიონ დოლარს მიაღწია.

გაზპრომის დღევანდელი განცხადებით, ეს თანხა თვიდან თვემდე მატულობს.

გაზის კომპანიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ მინსკი კონტრაქტით გათვალისწინებულ საფასურს არ იხდის და არღვევს ხელშეკრულებას. ამასთან, მინსკი ამას ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აკეთებს.

გაზპრომის წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა დასძინა, რომ სიტუაცია რუსეთს აშფოთებს და რომ დავალიანებამ შესაძლოა წლის ბოლომდე 600 მილიონ დოლარს მიაღწიოს.

XS
SM
MD
LG