ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტიქია საქართველოში


დაინგრა ჯებირები და ტბიდან წყალმა გადმოხეთქა.

გუშინ თბილისში ძლიერი წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

გავრცელებული ინფორმაციით, კოკისპირული წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვარმა ორთაჭალაში მთის ნაწილი ჩამოშალა, რამაც კოლექტორის დატბორვა და ნიაღვრის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ უარყო ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ორთაჭალის დატბორვა კრწანისის რეზიდენციის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის ჯებირის დაზიანებამ გამოიწვია.

თუმცა, სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ შინდისიდან მომავალი ხევიდან წამოსულ ნიაღვარს თან მოქონდა დიდი ხეები, რამაც ის გვირაბი ჩახერგა, რომელიც კრწანისში ხელოვნურ ტბასთან მდებარეობს. შედეგად, დაინგრა ჯებირები და ტბიდან წყალმა გადმოხეთქა.

XS
SM
MD
LG