ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა სამხრეთ კორეას ეწვევა


პრეზიდენტი პაკისტანის პრემიერ მინისტრ იუსუფ რაზა გილანისაც შეხვდება

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მომავალ კვირას სამხრეთ კორეაში გაემგზავრება, სადაც ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება.

სამიტი სეულში გაიმართება, სადაც ბატონი ობამა მსოფლიოს 50-ზე მეტ ლიდერს შეუერთდება. მათ შორის იქნება ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჯინტაოც. ობამას განცხადებით, ის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ჩინეთის, ყაზახეთის, რუსეთის, სამხრეთ კორეისა და თურქეთის ლიდერებთან.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ობამა პაკისტანის პრემიერ მინისტრ, იუსუფ რაზა გილანისაც შეხვდება და მასთან ავღანეთის მიერ თალიბებთან დაწყებულ შერიგების პროცესზე ისაუბრებს.

XS
SM
MD
LG