ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს ჯერჯერობით არ ახმაურებს.

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის განცხადებით, 11 თანამშრომელი, რომლებიც პრეზიდენტ ობამას ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე კოლუმბიაში ჩავიდნენ, რათა მის უსაფრთხოებაზე ეზრუნათ, სასწრაფოდ სამშობლოში დააბრუნეს.

დაცვის სამსახურის წევრები სასწრაფოდ ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს და სამსახურში მანამ ვერ დაბრუნდებიან, ვიდრე გამოძიება მათ შეუსაბამო ქმედებებს არ დაადგენს. სავარაუდოდ, ლაპარაკია პროსტიტუციაზეც.

საქმე ეხება კოლუმბიის ქალაქ კართახენაში მომხდარ შემთხვევას, რომლის დეტალებს ვაშინგტონი ჯერჯერობით არ ახმაურებს.

თეთრი სახელის პრესცენტრის სპიკერის ჯეი ქარნის განცხადებით, პრეზიდენტ ობამას სჯერა საკუთარი დაცვის წევრების და მათი საქციელი არასდროს უქმნის პრობლემას პრეზიდენტის უსაფრთხოებას.

XS
SM
MD
LG