ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრაციები რუსეთში


დემონსტრაციები რუსეთში
დემონსტრაციები რუსეთში

პრემიერ-მინისტრ პუტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 90 ათასი ადამიანი გამოვიდა.

დღეს რუსეთის დედაქალაქი ხალხმრავალმა დემონსტრაციებმა მოიცვა. ცივი ამინდის მიუხედავად, ქუჩებში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გამოვიდა.

ერთმანეთის პარალელურად გაიმართა, როგორც ანტისამთავრობო ასევე ხელისუფლების მხარდამჭერი მიტინგები. რუსეთის პოლიციის ინფორმაციით, ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე 23 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ისინი რუსეთში პოლიტიკურ თავისუფლებას და ცვლილებებს ითხოვენ და 4 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ანტისამთავრობო დემონსტრანტებს თავიანთი მოძრაობის სიმბოლოდ თეთრი ლენტები ქონდათ შებმული.

ასევე პოლიციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ პუტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 90 ათასი ადამიანი გამოვიდა. თუმცა, ოპონენტები ამბობენ, რომ აქ ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან იძულებით წამოყვანილი ხალხი იყო შეკრებილ

XS
SM
MD
LG